“სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანება, ზოგადად, ყველა მამაკაცი. განსხვავებით მამაკაცისაგან, სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანება მხოლოდ სამხედრო სპეციალიზაციის მქონე ქალი. სარჩელის არსი არის ის, რომ ის ფაქტი, რომ სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანება მხოლოდ სამხედრო სპეციალიზაციის მქონე ქალი და არა ყველა ქალი, მამაკაცთან მიმართებით არის დისკრიმინაციული,”– თქვა გიორგი კეკენაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

მისი თქმით, ისინი მოითხოვენ, რომ სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანონ მხოლოდ ის კაცები, რომლებსაც სამხედრო–სააღრიცხვო სპეციალიზაცია აქვთ, ისევე, როგორც ეს ქალების შემთვევაში ხდება.

 

გიორგი კეკენაძის განმარტებით, ის არ წარმოადგენს რომელიმე პარტიას ან არასამთავრობო ორგანიზაციას და  სარჩელი თავის მეგობრებთან ერთად მოამზადა.

 

დავის საგანია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებს აკისრებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი 4 დეკემბერს მიიღო. სარჩელის არსებითი განხილვა 18 დეკემბერს, 10 საათზე არის დანიშნული.

საკონსტიტუციო სასამართლო

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *