ნეტგაზეთი | ზატულინი: საქართველოს პარლამენტი ვერ გვაძლევდა უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ზატულინი: საქართველოს პარლამენტი ვერ გვაძლევდა უსაფრთხოების მყარ გარანტიებს – Netgazeti
RU | GE  

ზატულინი: საქართველოს პარლამენტი ვერ გვაძლევდა უსაფრთხოების მყარ გარანტიებს

“რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატმა უარი თქვა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის  სესიაზე დასწრებაზე თბილისში, რადგან საქართველოს პარლამენტი ვერ გვაძლევდა გარანტიებს, რომ პროვოკაციები არ იქნებოდა”, – ამის შესახებ რუსთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა რუსულ მედიასთან ისაუბრა.

“მე იძულებული ვიყავი უარი მეთქვა მონაწილეობაზე სწორედ იმიტომ, რომ, როგორც აღმოჩნდა კიდეც, საქართველოს პარლამენტმა ვერ წარმოგვიდგინა მყარი გარანტიები იმისა, რომ ჩვენი საქართველოში ჩასვლას პროვოკაციები არ მოჰყვებოდა და არ იქნებოდა რუსეთის მოქალაქისა და სახელმწიფო დუმის დეპუტატის ღირსების შელახვის მცდელობა. არა მხოლოდ მე, ზოგიერთი ჩვენი კოლეგაც ამიტომ არ ჩავიდა იქ”.

რუსეთის დუმის დეპუტატი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვი, სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.  რუსეთის დუმის დეპუტატმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

მოგვიანებით გამრთული აქცია თბილისში ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი