ახალი ამბები

თუ აქ შემოვა, კვერცხი იქნება თუ მიკროფონი, თავში მოხვდება — მელია კობახიძეზე

20 ივნისი, 2019 • 997
თუ აქ შემოვა, კვერცხი იქნება თუ მიკროფონი, თავში მოხვდება — მელია კობახიძეზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის ინციდენტის გამო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს, აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს, თუკი ის პარლამენტის სხდომათა სარბაზში შესვლას „გაბედავს“, რაც ხელში მოხვდება, ყველაფერს ჩაარტყამს.

„ამ დარბაზში კობახიძე ვერ შემოვა. და თუ მაინც გაბედავს, ყველაფერი, რაც ხელთ მომხვდება, თავში მოხვდება. კვერცხი იქნება თუ ეს მიკროფონი. ესეც რომ დამჭირდეს, მოხვდება კობახიძეს თავში“, — უთხრა „რუსთავი 2“-ს მელიამ.

ნახეთ ასევე:

პასუხისმგებლობა უნდა აიღოს კობახიძემ – ნიკა მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი