ახალი ამბები

კატეგორიულად მიუღებელია, რაც პარლამეტში ხდება — კალაძე გავრილოვის ამბავზე

20 ივნისი, 2019 • 1465
კატეგორიულად მიუღებელია, რაც პარლამეტში ხდება — კალაძე გავრილოვის ამბავზე

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება რუსეთის დუმის დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის გაძღოლას და აცახდებს — „მაშინ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, დაუშვებელია რაც დღეს ხდება“.

„ალბათ წინასწარ უნდა გვეფიქრა, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში“, — თქვა კალაძემ.

„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც პარლამენტში ხდება. ვფიქრობ, მოგვიანებით გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში… ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ, ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ დროს მგონია, რომ არ არის მისაღები ის, რაც დღეს ხდება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება“, — განაცხადა თბილისის მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი