ახალი ამბები

დაუშვებელია, პარლამენტში ოკუპანტის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს ფორუმს — ივანიშვილი

20 ივნისი, 2019 • 1383
დაუშვებელია, პარლამენტში ოკუპანტის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს ფორუმს — ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სრულიად იზიარებს თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას და „დაუშვებელია ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს“.

პარტიის პრესსამსახურის თანახმად, ივანიშვილი აცხადებს:

„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი