უკრაინის რადას დეპუტატი ფრაქციიდან “სახალხო ფრონტი”, დმიტრი ტიმჩუკი, დღეს, 19 ივნისს, 46 წლის ასაკში დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
როგორც სააგენტო “უნიანი” ექსპერტზე დაყრდნობით წერს, ტიმჩუკს საკუთარი იარაღი გაუვარდა მაშინ, როცა მის გაწმენდას ცდილობდა. დეპუტატის ცხედარი მის სახლში იპოვეს. ადგილზე საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები მუშაობენ.
დმიტრი ტიმჩუკი, საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, “საინფორმაციო წინააღმდეგობის ცენტრს” ხელმძღვანელობდა, რომელიც დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ ახალ ცნობებს რეგულარულად ავრცელებდა.
