ბაიდარაშვილი “თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის თანამდებობას ტოვებს

გიორგი ბაიდარაშვილი “თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ დღეს, 19 ივნისს გამართულ სხდომაზე კალაძემ განაცხადა.

კალაძემ თქვა, რომ ბაიდარაშვილმა ეს გადაწყვეტილება თავისი ნებით მიიღო და ის კერძო სექტორში მიდის.

“მე მესმის, რამდენად რთულია დღე და ღამის განმავლობაში იყო ჩათული და აწარმოო მსგავსი სამუშაოები. მინდა მას მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა თავის გუნდთან ერთად. და შედეგიც გვაქვს სახეზე, გვაქვს ულამაზესი რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი,“ – ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, ბაიდარაშვილის თანამდებობას ალექსანდრე ტოგონიძე დაიკავებს, რომელიც ურბანული განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ტოგონიძის პოსტზე კი მისი უფრსი მოადგილე გიორგი ებანოიძე დაინიშნება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან