თბილისში “აიპლიუსის“ მაღაზია გაქურდეს

თბილისში, “აიპლიუსის“ მაღაზია გაუქრდეს. შემთხვევა დღეს 19 ივნისს, დილით მოხდა.

როგორც მაღაზიის პრესსამსახური ამბობს, სავარაუდო მძარცველებმა ჩაამტვრიეს მაღაზიის ვიტრინა და მობილური ტელეფონები თან წაიღეს. მათივე თქმით, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერბის მიხედვით ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობის) მუხლით მიმდინარეობს.

ფოტო: “აიპლიუსი“

გარეკანი ფოტო: “აიპლიუსი“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან