ახალი ამბები

ბუღალტერმა კომპანიისგან უკანონოდ 2 258 961 ლარი მიითვისა – საგამოძიებო სამსახური

18 ივნისი, 2019 • 7747
ბუღალტერმა კომპანიისგან უკანონოდ 2 258 961 ლარი მიითვისა – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ პირმა ჯამში 2 258 961 ლარი მიითვისა.

როგორც უწყება ამბობს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ერთ – ერთ კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში გააჩნდა წვდომა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე, განახორციელა ფინანსური ტრანზაქციები, თითქოსდა, ხდებოდა არსებული საგადასახადო ვალდებულებების და პარტნიორი კომპანიების დავალიანებების დაფარვა. სინამდვილეში კი კომპანიის ფულადი თანხების მითვისების ფაქტებს ნიღბავდა.

საგამოძიებო სამსახურის თქმით, აღნიშნული გზით, ბრალდებულმა ჯამშ  2 258 961 ლარი მიითვისა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი