ახალი ამბები

თბილისიდან მალტაზე პირდაპირი ავიარეისები დაინიშნა

18 ივნისი, 2019 • 1304
თბილისიდან მალტაზე პირდაპირი ავიარეისები დაინიშნა

4 ივლისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Air Malta იწყებს. რეგულარული რეისები კუნძულ მალტადან თბილისის მიმართულებით 18 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე იყიდება და დღეის მდგომარეობით თბილისიდან მალტამდე ბილეთის ფასი 164 ევროდან იწყება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 14 ივნისს მიენიჭა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი