საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისთვის 170 000 ლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
11 ივნისის განკარგულებაში ვკითხულობთ:
“საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ი)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიისთვის ფინანსური დახმარების (170 000 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები”.