ახალი ამბები

საქსტატის მტკიცებით, 2019 წლის I კვარტალში საშუალო ხელფასი 1 092 ლარია

17 ივნისი, 2019 • 3069
საქსტატის მტკიცებით, 2019 წლის I კვარტალში საშუალო ხელფასი 1 092 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ხელფასების 2019 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას ავრცელებს. საქსტატის განცხადებით, 2019 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 ლარით გაიზარდა და 1092.7 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თქმით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო სფეროში – 1894.3 ლარი (წლიური ზრდა -17.8 პროცენტი); პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროში – 1799.0 ლარი (წლიური ზრდა 3.2 პროცენტი); ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში – 1751.8 (წლიური ზრდა 3.9 პროცენტი).

სტატისტიკის მიხედვით, კვლავ ქალების საშუალო ხელფასი კაცებისაზე დაბალია. კერძოდ, საქსტატის განცხადებით, 2019 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 876.1 ლარით, ხოლო კაცების – 1294.1 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 58.0 და 22.4 ლარი შეადგინა.

წაიკითხეთ ვრცლად, როგორ ითვლის საქსტატი საშუალო ხელფასს:

როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები

როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი