ახალი ამბები

კანცელარიასთან პრაიდის ორგანიზატორების აქცია დასრულდა

15 ივნისი, 2019 • 1096
კანცელარიასთან პრაიდის ორგანიზატორების აქცია დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან  თბილისი პრაიდის ორგანიზატორების აქცია იშლება. ამის შესახებ ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საჯარო სივრცეს თმობენ და პრაიდის ჩატარებაზე უარს ამბობენ. თაბაგარის თქმით, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს უბრუნებიდან და პრაიდის კვირეულის უსაფრთხოებაზე მსჯელობას ორშაბათიდან გააგრძელებენ.

“ჩვენ ახლა ვიშლებით მშვიდობიანად, რასაც ვაპირებთ არის, რომ ვბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან ხელისუფლებასთან უსაფრთხოების საკითხებზე”, – განაცხადა თაბაგარმა.

მისივე თქმით, ისინი ელიან, რომ ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას, რომ პრაიდის კვირეული ძალადობრივი აქციებისაგან თავისუფალი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი