ახალი ამბები

“მიიღებენ სიმეტრიულ პასუხს” – ლევან ვასაძე პოლიციასა და ქვიარ თემზე საუბრობს

14 ივნისი, 2019 • 1703
“მიიღებენ სიმეტრიულ პასუხს” – ლევან ვასაძე პოლიციასა და ქვიარ თემზე საუბრობს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ლგბტ თემის წევრებს აქციის ჩატარების უფლებას არსად მისცემენ, მათ შორის არც დახურულ სივრცეში. ამის შესახებ ვასაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც ის სხვა ჯგუფებთან ერთად ჰომოფობიურ აქციას მართავს.

ვასაძის თქმით, თუ პოლიცია ქვიარ თემს აქციის ჩატარებას არ აუკრძალავს და ამის საპირწონედ მათ გაუწევს წინააღმდეგობას, სამართალდამცველები სიმეტრიულ პასუხს მიიღებენ.

“ქართულ სახელმწიფოებრიობას უქმნიან პირდპაირ საფრთხეს. ჩვენ მათ არ მივცემთ ამის საშუალებას. მე დავდებ ინტერნეტში ვიდეომიმართვას, სადაც დავასახელებ [აქციის] ადგილსა და დროს. ეს [კონტრაქციას] ექსპრომტი იყო და ბევრი ხალხი ვერ მოვიდა.  დავაანონსებ თბილისში, საჯარო ადგილს და დროს, სადაც ჩვენ შევიკრიბებით. იმ შეკრებაზე მე მოვალ და დავასახელებ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ ვაპირებთ სამოქალქო საზოგადოება მშვიდობიანად, თუ ისინი ამას ინებეებნ, რა თქმა უნდა, აღვუდგეთ წინ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ პროვოკაციას ყველგან: გინდა კინოთეატრში იკრიბებოდნენ, გინდა მუზეუმში, გინდა თეატრში, გინდა აუზზე, არსად ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანად, თუ, რა თქმა უნდა, ისინი არ შეგვეწინააღმდეგებიან, იმიტომ, რომ როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები უარს ამბობენ წესრიგის დაცვაზე, მაშინ ისინი აღარ არიან სამართალდამცველები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭები, ჩვენი ოფიცრები ამას არ დაუშვებენ. თუ ისინი ხალხის ნებას შეეწინააღმდეგებიან და თუ ნაცვლად იმისა, რომ მათ აუკრძალონ  ეს აქცია, ჩვენ გაგვიწევენ წინააღმდეგობას, მაშინ ისინი მიიღებენ სიმეტრიულ პასუხს.

ისტორიის იმ მომენტებში როცა სახელმწიფო და მისი სტრუქტურები ამბობენ უარს წესრიგის დაცვაზე, მაშინ ხალხი არა თუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია საკუთარ ხელში აიღოს წესრიგის დაცვა. ამ წესრიგის დაცვის ფორმატს გავაჟღერებთ და მერე რაც მოხდება, მოხდეს”, – განაცხადა ვასაძემ კონტრაქციაზე რ2-თან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი