ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა არჩევანი გააკეთა – შეთანხმება ЕАЭС-ში გაწევრიანებაზე რატიფიცირებულია

4 დეკემბერი, 2014 • • 986
სომხეთმა არჩევანი გააკეთა – შეთანხმება ЕАЭС-ში გაწევრიანებაზე რატიფიცირებულია

როგორც მოსალოდნელი იყო, სენსაცია არ მომხდარა. სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას ხმა მისცეს არა მხოლოდ მმართველი “რესპუბლიკური პარტიის”, არამედ საპარლამენტო ფრაქციების – “აყვავებული სომხეთის” და “სომხეთის ეროვნული კონგრესის” წარმომადგენლებმა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები ჩაატარეს ქვეყნის ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით. ხმები შემდეგნაიარად გადანაწილდა: მომხრე – 103 დეპუტატი, წინააღმდეგი – 7 დეპუტატი, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეიკავა თავი. მთლიანობაში, სომხეთის პარლამენტში 131 დეპუტატია.

სომხეთის პარლამენტი
სომხეთის პარლამენტი

ევრაზიული ინტეგრაციის წინააღმდეგი მხოლოდ პარტია “მემკვიდრეობა” წავიდა, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სომხეთის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოლო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი რაფი ოვანისიანი.

 

სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი პარლამენტის შენობასთან მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

 

მას შემდეგ, რაც ამ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენენ რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის პარლამენტები, სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება 2015 წლის 1 იანვრიდან.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი