Glovo საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს

მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo,  რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს, ახალ სოციალურ კამპანიას აანონსებს, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების მფლობელებისთვის უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარება.

ამ ინიციატივის ფარგლებში, კომპანია Geosafety-სთან ერთად შემუშავდა საგანგებო ტრენინგ- მოდული, რომელიც განკუთვნილია მოპედების და მსუბუქი მოტიციკლების მფლობელებისთვის. კამპანია, რომელსაც ექნება პერმანენტული ხასიათი, დაიწყება ივნისის ბოლოს დაგეგმილი პირველი ტრენინგების სესიით და შემდგომში ის კვარტალში ერთხელ პერიოდულობით გაგრძელდება.  ტრენინგებზე საუბარი იქნება მოძრაობის წესებსა და გზებზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის შესახებ. მასტერკლასები უფასოა და უმასპინძლებს არა მხოლოდ Glovo-ს პარტნიორ კურიერებს, არამედ ნებისმიერ მსურველს: ამავე ინდუსტრიაში დასაქმებულსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს.

პროექტის პრეზენტაცია 14 ივნისს, 10. 00- ზე,  სასტუმროში „ სტამბა„ გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან „ საქართველოს ალიანსი, უსაფრთხო გზებისთვის„ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი და  ცნობილი ავტომბრობელი დათა ქაჯაია, ასევე, მედიის წარმომადგენლები.

„Glovo  წელიწადზე ნაკლებია რაც ბაზარზე შემოვიდა, თუმცა დამაჯერებლად დაიკავა წამყვანი პოზიცია მიწოდებისა და მომსახურების სფეროში. კურიერების რაოდენობა ყოველდღე იზრდება და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც მათი, ასევე, ზოგადად გზებზე უსაფრთხოების საკითხები. მოპედი შედარებით ახალი ტრანსპორტის სახეობაა ჩვენი ქალაქისთვის და მის მართვასთან დაკავშირებული თავისებურებების და უსაფრთხოების წესების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა აშკარად იგრძნობოდა, აქედან გამომდინარე დაიბადა ჩვენი ინიციატივა.  დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტრენინგები, რომელიც ღია იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, დიდ როლს შეიტანს ქალაქის სატრანსპორტო ეკოსისტემის გაუმჯობესებაში.” გიგა ქერქაძე – Glovo საქართველოს გენერალური დირექტორი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.