ახალი ამბები

ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

13 ივნისი, 2019 • 1588
ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები, ზვარე და ანეულა, დააზარალა. ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ წვიმის გამო ამ ორ სოფელში ხიდბოგირი ჩავარდა. სოფელ დიდვაკეშიც ჩავარდნილა ერთი სამანქანო ხიდი, რომლის აღდგენასაც, სავარაუდოდ, თვეზე მეტი დასჭირდება.

მერის ინფორმაციითვე, ძლიერმა წვიმამ დატბორა ნათესები და ყანები და მიყენებულ ზარალს დაითვლის შექმნილი კომისია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი