ახალი ამბებისამართალი

ხაშურში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს

11 ივნისი, 2019 •
ხაშურში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ხაშურში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს. შემთხვევა 6 ივნისს მოხდა.

დაშავებულს მუცლის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული და ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი