ახალი ამბები

სამმა პირმა 30 მლნ ლარის ყალბი საგადასახადო დოკუმენტები შექმნა – საგამოძიებო სამსახური

11 ივნისი, 2019 • 934
სამმა პირმა 30 მლნ ლარის ყალბი საგადასახადო დოკუმენტები შექმნა – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადება-გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყეს.

უწყების ცნობითვე, ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  დაარეგისტრირეს კომპანიები, რის შემდეგა, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.

“თითქოსდა ხდებოდა სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება, რა გზითაც ხელოვნურად შეიქმნეს  ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში. აღნიშნული აქტივი შემდგომში გამოყენებული იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებებისა და საქართველოში იმპორტირებული საქონლის განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების
გადახდისათვის. ბრალდებულების მიერ ფიქტიურად შექმნილი აქტივის ოდენობა 30 მილიონ ლარს აღემატება”,-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი