ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი მე-16 პენიტენციური დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, როსტომაშვილს სასჯელის მოხდის ვადა 2020 წლის 7 იანვარს უსრულდებოდა.
უწყება ამბობს, რომ როსტოშვილი სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართული იყო და დაკისრებული სასჯელიდან ორ წელზე მეტი მოიხადა. ის მიმდინარე წლის 23 მაისს პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
2017 წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ბრადებულებს – ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, MDMA-ის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ლაშა კურტანიძე და ლევან როსტოშვილი 6 მაისს დააკავეს.