ახალი ამბები

“ოცნება” აცხადებს, რომ იმარჯვებს, თუმცა მოგებას პომპეზურად არ აღნიშნავს

9 ივნისი, 2019 •
“ოცნება” აცხადებს, რომ იმარჯვებს, თუმცა მოგებას პომპეზურად არ აღნიშნავს

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ლადო კახაძე მთაწმინდაზე დიდი უპირატესობით იმარჯვებს, თუმცა მოგებას მასშტაბურად არ აღნიშნავს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამის მიზეზად “ნახევრად ხუმრობით” აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი გამარჯვებებს მიეჩვია.

“ერთი ის არის, რომ მივეჩვიეთ გამარჯვებებს. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით. ეს არის შუალედური არჩევნები და ბუნებრივია, შუალედური არჩევნები განსხვავდება საერთო ეროვნული არჩევნებისგან. აქედან გამომდინარე, პირველი ტურის შემდეგაც და მეორე ტურის შემდეგაც, რაიმე სახის საჯარო შეხვედრა არ მოგვიწყვია”, – აცხადებს ის.

მანამდე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, წარადგინა მთაწმინდის არჩევნების წინასწარი მონაცემები, რომელთაც, მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლები უბნებიდან აწვდიან. კალაძის განცხადებით, ლადო კახაძე მთაწმინდაზე დიდი უპირატესობით იგებს.

კალაძე: ხმების 75% დათვლილია, კახაძეს 62.5% აქვს

მასალების გადაბეჭდვის წესი