პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა ტაძრების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის.

ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების” პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, დღეს ბოდბეში იმყოფებოდა, სადაც წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი აკურთხეს.

“აშენდა წმინდა ნინო სსახელობის ტაძარი. 1700 წელი ელოდებოდა საქართველო ამ ტაძარს. მე მინდა, დღეს აღვნიშნო დამსახურება ზოგიერთი საერო და საულიერო პირის, ჩვენი მორწმუნე ხალხსის, ვინც დიდი ღვაწლი გასწია ამ ტაძრის მშენენბლობაში, სხვა ტაძრების მშენებლობაში. მე მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, დალოცვლილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც ის აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პატრიარქმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.