ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელი ევროპარლამენტის პრეზიდენტით უკმაყოფილოა

28 ნოემბერი, 2014 • • 933
აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელი ევროპარლამენტის პრეზიდენტით უკმაყოფილოა

აღნიშნულ საკითხზე საუბარი მამედოვმა ლეილა იუნუსის შესახებ კითხვაზე პასუხის შედეგად დაიწყო. 


“ლეილა იუნუსზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, რით იყო ის დაკავებული 25 წლის განმავლობაში, ყველამ კარგად იცის. ამაზე საუბარი არ მინდა. რაც შეეხება ბატონ შულცს, უნდა ვთქვა, ბატონო შულცი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საუბრისას, ცდილობს საკუთარი თავი, როგორც უფლებადამცველი წარმოაჩინოს. თითქოს ის უდანაშაულო ადამიანების დაცვით იყოს დაკავებული. ის შეგნებულად არასწორად აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებას და მცდარი პოზიციის ფორმირებას უწყობს ხელს. და ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც სხვა ევროპული და მსოფლიოს ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოდიან აზერბაიჯანში და საკუთარი თვალით ხედავენ მიღწეულ წარმატებებს, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.”

 

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაკავებული უფლებადამცველის, ლეილა იუნუსის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი