ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გადაწყვეტილების პროექტი შევიდა

28 ნოემბერი, 2014 • • 1586
სომხეთის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გადაწყვეტილების პროექტი შევიდა

“სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საკუთარ უფლებამოსილებებს გადაამეტა,”- წერია გადაწყვეტილების პროექტში, რომლის სრული ტექსტი გამოქვეყნებულია გაზეთში “აიკაკან ჟამანაკი” (“სომხეთის დრო”). 

 

კერძოდ, პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ უფლებამოსილების გადაჭარბებაა, მაგალითად, 2009 წლის 6 ივნისის ბრძანება 2008 წლის 1-2 მარტის მოვლენების შესახებ ფაქტების შემგროვებელი კომისიის დათხოვნის შესახებ, როდესაც სამართალდამცავებმა პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატის მომხრეთა მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალმომრეობით დაარბიეს, სადაც 10 ადამიანი დაიღუპა, სამასი დაშავდა და ასზე მეტი  დააკავეს. დეპუტატის აზრით, ჯგუფის დათხოვნა მხოლოდ სამუშაო დასრულების შემთხვევაში შეიძლებოდა, ის კი, ჯგუფის საქმიანობაში ჩაერია, რამდენადაც მას შეეძლო “გაეხსნა სხვადასხვა სახის დანაშაული, რომელიც 1998-2008 წლებში რობერტ ქოჩარიანისა და მაშინდელი ხელისუფლების პრეზიდენტობის დროს იყო ჩადენილი, მათ შორის 1-2 მარტს ერევნის ცენტრში მოქალაქეების მკვლელობები.” 

 

გადაწყვეტილების პროექტის ტექსტში იმპიჩმენტთან დაკავშირებით ასევე აღნიშნულია, რომ სერჟ სარგსიანმა სახელმწიფო ღალატიც ჩაიდინა ციურიხში სომხეთსა და თურქეთს შორის 2009 წლის 10 ოქტომბრის პროტოკოლში, რომლის მიხედვითაც, არქივებისა და ისტორიული დოკუმენტების შესწავლის მიზნით სახელმწიფოთა ორმხრივი კომისია იქმნებოდა. პროექტის ტექსტში ნათქვამია, რომ სერჟ სარგსიანმა თურქეთს საშუალება მისცა სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების შესაჩერებლად მართვის სადავები მიეღო. 

 

ნიკოლ პაშინიანი ასევე მიიჩნევს, რომ სერჟ სარგსიანმა უფლებამოსილებას გადააჭარბა მაშინაც, როდესაც რუსეთმა 2011 წელს სომხეთისთვის ბუნებრივ აირზე ფასი გაზარდა, თუმცა ადგილობრივ მომხმარებლებს ამის შესახებ არ აცნობა. 


პაშინიანის თქმით, უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტს სარგსიანის მიერ ადგილი ჰქონდა 2013 წელსაც, როდესაც  დაგროვილი ვალის სანაცვლოდ სომხეთის მთავრობამ რუსეთს “არმროსგაზიპრომის” 20-პროცენტიანი წილი მისცა, რამაც “მძიმე შედეგები” მოიტანა. 

 

ნიკოლ პაშინიანი
ნიკოლ პაშინიანი

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი