ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის ჯანდაცვის სფერო რუსეთის დახმარების მოლოდინშია

28 ნოემბერი, 2014 • • 1117
აფხაზეთის ჯანდაცვის სფერო რუსეთის დახმარების მოლოდინშია

აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის ფედერაცია შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში აფხაზეთის მოქალაქეებს, ვისაც ასევე რუსეთის მოქალაქეობა აქვს, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფს. 

 

გარდა ამისა, შეთანხმება ჯანდაცვის სფეროში ითვალისწინებს ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის ხელფასების ზრდას და, შესაბამისად, ექიმის პროფესიის მომხიბვლელობის გაზრდასა და კვალიფიციური პერსონალის მოზიდვას. 

 

შეთანხმება გულისხმობს იმასაც, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებიც პარალელურად რუსეთის მოქალაქეებიც არიან, შეღავათიანი წვდომა მედიკამენტებზეც ექნებათ. ამ შეთანხმების შესაბამისადვე, რუსეთის ფედერაცია აფხაზეთს ჯანდაცვის კუთხით კანონმდებლობის დახვეწაშიც უნდა დაეხმაროს. 


აფხაზეთში სამედიცინო და სხვა სფეროების განვითარებისთვის რუსეთი ფინანსებს უკვე 2015 წელს გამოყოფს. ოფიციალური ინფორმაციით, სამედიცინო აღჭურვილობის შეძენისთვის საინვესტიციო პროგრამის ფაგრლებში აფხაზეთისთვის 300 მილიონი რუბლია გათვალისწინებული. ასევე, 2015 წელს ტყვარჩელში რუსეთის მიერ გამოყოფილი ფულით რაიონული საავადმყოფოს მშენებლობა უნდა დაიწყოს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი