მთაწმინდის გამგეობამ შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტი განახორციელა. გზის კაპიტალური მშენებლობა, ამჟამად, ტაბახმელაში, დუმბაძისა და ნასახლარის ქუჩებზე დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 2800 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, სადაც ასფალტის საფარი პირველად დაიგო. აღნიშნულ ქუჩებზე საგზაო სამუშაოების შესრულებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 170 ათასი ლარი დაიხარჯა.