ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩოჩიევი: დიდი პოლიტიკოსი არ უნდა იყო, რომ მიხვდე, საქართველო ომისთვის ემზადება

26 ნოემბერი, 2014 • • 1088
ჩოჩიევი: დიდი პოლიტიკოსი არ უნდა იყო, რომ მიხვდე, საქართველო ომისთვის ემზადება

“ვინაიდან საქართველო უარს აცხადებს სამომავლო ურთიერთობების მშვიდობიანი დარეგულირების გარანტიების მოცემაზე, არ არის საჭირო დიდი პოლიტიკოსი ან წინასწარმეტყველი იყო, რომ დაასკვნა, ისინი ომისთვის ემზადებიან,”- ამბობს ჩოჩიევი. 

 

მისივე თქმით, საქართველოს საომარი აგრესია სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წინააღმდეგ 2008 წელს ძალის გამოუყენებლობის მოქმედი საერთაშორისო გარანტიების პირობებში მოხდა. 

 

“ამგვარად, საქართველო აშშ-ის, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს თანდასწრებით აცხადებს, რომ არანაირ გარანტიას არ იძლევა, რომ თავდასხმას არ განახორციელებს. სხვა რა გზა გვრჩება? სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა ვალდებულია საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა დაიცვას. ამიტომაც მივმართეთ რუსეთს შესაბამისი თხოვნით, რომ ახალი შეთანხმება გავაფორმოთ, სადაც პირველ ადგილზე იქნება სამხედრო კავშირი, გაერთიანებული შეიარაღებული დაჯგუფება, სოციალური სტანდარტების გაზრდა და ა.შ.

 

ბორის ჩოჩიევი; ფოტო: სააგენტო რეს -ი
ბორის ჩოჩიევი; ფოტო: სააგენტო რეს -ი

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი