6 ივნისს, საღამოს საათებში ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, — აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
როგორც 12:20 საათზე ამ უწყების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები;
მისივე თქმით, დამწვარია 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო 17 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ბრიგადა. უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტაუციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარია ჭირნახულის #1-ში, ე.წ „ჩინელების ბაზრობაზე“.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.