ახალი ამბები

ლილოს ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, ხალხი საქონლის გადარჩენას ცდილობს

6 ივნისი, 2019 •
ლილოს ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, ხალხი საქონლის გადარჩენას ცდილობს

6 ივნისს, საღამოს საათებში ლილოს ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ხალხს მაღაზიებიდან საქონელი გამოაქვს და ხანძრისგან გარიდებას ცდილობს.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტაუციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარია ჭირნახულის #1-ში, ე.წ „ჩინელების ბაზრობაზე“, მობილიზებულია 14 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ბრიგადა.

როგორც 12 საათისთვის უწყების ადგილზე მყოფმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, ხანძარი ლოკალიზებულია (ეს ხანძრის ლიკვიდაციას არ ნიშნავს) და დამწვარია 1000 კვადრატუმ მეტრამდე ფართობი.

იმავე სამსახურის თანახმად, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

გარეკანის ფოტო: რუსთავი2

მასალების გადაბეჭდვის წესი