ახალი ამბები

სტრასბურგმა რუსეთს €1.64 მილიონი დააკისრა ჩეჩნეთიდან „გაუჩინარებული“ პირების საქმეზე

6 ივნისი, 2019 •
სტრასბურგმა რუსეთს €1.64 მილიონი დააკისრა ჩეჩნეთიდან „გაუჩინარებული“ პირების საქმეზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჩეჩნეთსა და ინგუშეთში გატაცებული ადამიანების ოჯახებისთვის 1.64 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

4 ივნისს გამოქვეყნებული განაჩენით, საქმეზე „ესამბაევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რუსეთის სახელმწიფოს 1.64 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა იმ 20 ადამიანის ოჯახებისთვის, რომლებიც 2000-2005 წლებში, ანუ ჩეჩნეთის მეორე ომის პერიოდში, „გაუჩინარდნენ“.

ოჯახების ინტერესებს წარმოადგენდა ორგანიზაცია Justice Initiative, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთმა ახლა მაინც უნდა გამოიძიოს მათი საქმეები.

20 ადამიანი, რომლებიც ჩეჩნეთსა და დაღესტანში ცხოვრობდნენ, 2000-დან 2005 წლამდე პერიოდში, სავარაუდოდ, უკანონოდ დააკავეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ყველა შემთხვევა რუსეთის ფედერაციის ძალების სრული კონტროლის ქვეშ მდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მომჩივანებისთვის არაფერი შეუტყობინებიათ ნათესავების შემდგომი ბედის შესახებ.

სტრასბურგის სასამართლომ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მსგავსი განაჩენი გამოიტანა რუსეთის წინააღმდეგ.

გარეკანის ფოტო: Tass

მასალების გადაბეჭდვის წესი