ახალი ამბები

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს სანკტ-პეტერბურგში შეხვდა

6 ივნისი, 2019 •
ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს სანკტ-პეტერბურგში შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა 6 ივნისს სანკტ-პეტერბურგში შედგა, სადაც საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იმართება.

კრემლის თანახმად, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონულ თანამშრომლობაზე.

პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთი რჩება სომხეთის მთავარ პარტნიორად ვაჭრობისა და სხვა მრავალ სფეროში, რაც ორი ქვეყნის კარგ ურთიერთობაზე მეტყველებს“.

პასუხად ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება: „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, არამედ ევროზიის ეკონომიკური კავშირის, დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთახმების ორგანიზაციიის ფარგლებშიც“.

ეს ფაშინიანისა და პუტინის მე-8 შეხვედრა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი