საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერი, მიხეილ გორბაჩოვი საავადმყოფოში იმყოფება, სადაც წიგნის წერას აგრძელებს, — გორბაჩოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ (РИА Новости).
„უკვე კარგა ხანია, საავადმყოფოში ვარ. მეგობრების დახმარებითა და თანამონაწილეობით, მცირე შესაძლებლობის გამოჩენისთანავე ვმუშაობ ხოლმე“, — უთხრა გორბაჩოვმა გამოცემას. მას არ დაუზუსტებია, რის გამოა ჰოსპიტალიზებული.
გორბაჩოვის თქმით, მისი წიგნი უახლოეს მომავალში გამოვა.
გორბაჩოვს — სრრკ-ის ბოლო ლიდერს, პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტს — 2019 წლის მარტში შეუსრულდა 88 წელი.