ახალი ამბები

თბილისის აეროპორტის გზაზე 6 ივნისიდან ივლისის ბოლომდე მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება

6 ივნისი, 2019 • 1474
თბილისის აეროპორტის გზაზე 6 ივნისიდან ივლისის ბოლომდე მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება

6 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, თბილისში, აეროპორტის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება. შსს-ში ამბობენ, რომ გზის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

უწყების ცნობით, სამუშაოები განხორციელდება საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე – ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე – აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად.

მასალების გადაბეჭდვის წესი