ახალი ამბები

აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

6 ივნისი, 2019 • 947
აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი აქციზური მარკების დიდი ოდენობით დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობითვე, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა სიგარეტის ნაწარმის მარკირებისათვის განკუთვნილი დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 545 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აქციზური მარკების საბეჭდი კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ტექნიკური დანადგარი,”-წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი