აშშ-ში, ტეხასის შტატის ერთ-ერთი სკოლიდან დაითხოვეს მასწავლებელი, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდს ტრამპს ტვიტერზე მისწერა ემიგრანტ მოსწავლეებთან დაკავშირებით.
ინგლისურის მასწავლებელმა ჯორჯია კლარკმა მექსიკიდან არალეგალ მოსწავლეებთან დაკავშირებით ტვიტების გამოქვეყნება 17 მაისს დაიწყო, მოგვიანებით სკოლის ხელმძღვანელობას განუმარტა, რომ “ვერ გააცნობიერა, მისი პოსტები საჯარო თუ იყო”.
მასწავლებლის ანგარიში ტვიტერზე ამჟამად წაშლილია. ბიბისი იუწყება, რომ ტვიტებში ის სკოლის უბანს აღწერდა, როგორც სავსეს არალეგალი მექსიკელი მოსწავლეებით და მიუთითებდა, რომ “ვიღაცა უნდა იყოს სკოლაში, რომელიც აქტიურად გამოიძიებს და მოაშირებს საჯარო სკოლის სისტემას არალეგალებს”.
“ყველაფერი, რასაც თქვენ გააკეთებთ არალეგალების მოსაშორებლად, დაფასებული იქნება”, – წერდა ის კიდევ ერთ ტვიტში ბიბისის თანახმად.
შეერთებულ შტატებში ემიგრანტთა მხარდამჭერმა ორგანიზაციამ მკაცრად გააკრიტიკა მასწავლებელი, რომელსაც სურდა“საკლასო ოთახის დეპორტაციის ზონად გადაქცევა”.
ოთხშაბათს, 5 ივნისს, სკოლის საბჭომ კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება პედაგოგთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ.
1982 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლები ვალდებულნი არიან ასწავლონ ბავშვებს მათი საემიგრაციო სტატუსის მიუხედავად. სკოლებს არა აქვთ უფლება, ჰკითხონ მშობლებს საემიგრაციო სტატუსის შესახებ და მიაწოდონ ოჯახების შესახებ ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებს.