ახალი ამბები

ეტყობა, არც კლიჩკომ იცის, რომ სააკაშვილი რამდენიმე მძიმე მუხლითაა გასამართლებული – ვოლსკი

5 ივნისი, 2019 • 1836
ეტყობა, არც კლიჩკომ იცის, რომ სააკაშვილი რამდენიმე მძიმე მუხლითაა გასამართლებული – ვოლსკი

“ეტყობა, არც კლიჩკომ იცის, რომ [სააკაშვილი] რამდენიმე მძიმე მუხლით არის გასამართლებული და ამასთან დაკავშირებით, რასკვირველია, საქართველოს თავისი პოზიცია გააჩნია”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, მცდარია იმის შესახებ მოსაზრება, რომ ყველაფერი სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს, მით უმეტეს, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს თავისი პოლიტიკური პარტიის, “უდარის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა.

UNIAN წერს, რომ კლიჩკოს პოლიტიკურ გუნდთან თანამშრომლობაზე სააკაშვილი, სავარაუდოდ, დათანხმდა.

კლიჩკომ განაცხადა, რომ მისი პარტია უკრაინაში რიგგარეშე საპარალამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და სააკაშვილს “სწრაფი და ეფექტური ცვლილებებისთვის გაერთიანება“ შესთავაზა.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეს ერთობა გააორმაგებს ქვეყნის ცვლილებებისთვის საჭირო ძალისხმევას.  ჩვენ ერთად გვაქვს ცვლილებების გეგმა და გვყავს ხალხი, ვისაც ამ ცვლილებების შესრულება შეუძლია“, – ამბობს კლიჩკო, მის განცხადებას კი currenttime აქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი