ახალი ამბები

ჭავჭავაძის რეაბილიტაციის გამო დელისიდან ვაკეში დამატებითი ტრანსპორტი ივლის

5 ივნისი, 2019 •
ჭავჭავაძის რეაბილიტაციის გამო დელისიდან ვაკეში დამატებითი ტრანსპორტი ივლის

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, რამდენიმე დამატებითი საავტობუსო მარშრუტი ამოქმედდება. დღეის მდგომარეობით, ჭავჭავაძის გამზირი ვარაზისხევიდან პიქსელის შენობამდე ავტომობილებისთვის ჩაკეტილია.

კალაძემ დღეს, 5 ივნისს გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ის “კატასტროფული მდგომარეობა” მოწესრიგდება, რომელიც ამ ადგილის მიწისქვეშა კომუნიკაციებს აქვთ.

“დღეიდან, ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პერიოდში, მეტრო დელისიდან ვაკის, აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით ავტობუსების დროებითი მარშრუტები ამოქმედდება. ეს მარშრუტები გაივლის ასევე ვერას, მთაწმინდასა და სოლოლაკს და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს,” – ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, მარშრუტებზე მხოლოდ მიკრო- და 8-მეტრიანი ავტობუსები ივლიან, ვინაიდან, ვიწრო ქუჩებში სხვა მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ მოძრაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი