ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში რუსეთთან შეთანხმების საკითხზე ორი აქცია გაიმართა

24 ნოემბერი, 2014 • • 951
სოხუმში რუსეთთან შეთანხმების საკითხზე ორი აქცია გაიმართა

ორივე აქცია სოხუმში ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა რაიონში გაიმართა. 

 

გამოცემის ინფორმაციით, ხაჯიმბას მომხრეებმა, რომლებიც, ამავდროულად, შეთანხმების ხელმოწერის მომხრეები არიან, აქცია სამთავრობო კომპლექსის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ვიცეპრეზიდენტი ვიტალი გაბნია, ვიცესპიკერი დაურ არშბა და ხელისუფლების სხვა წევრები. 

 

მეორე მიტინგი სოხუმის ცენტრში ოპოზიციური პარტია “ამცახარას” ორგანიზებით ჩატარდა. რია-ნოვოსტი წერს, რომ აღნიშნული აქციის მონაწილეები ასევე უჭერენ მხარს რუსეთსა და აფხაზეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისა და გამყარებას, თუმცა მათ შეთანხმების ტექსტი არ მოწონთ – მათი აზრით, დოკუმენტი თავდაცვის, ეკონომიკისა და საშინაო პოლიტიკის სფეროებში დამუშავებას საჭიროებს. 

 

24 ნოემბერს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას ხელს პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა მოაწერენ. შეხვედრა პუტინსა და ხაჯიმბას შორის სოჭში უკვე შედგა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი