ახალი ამბებისამართალი

პატიმრისთვის ნარკოტიკის გადაცემის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

4 ივნისი, 2019 •
პატიმრისთვის ნარკოტიკის გადაცემის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

დღეს, 4 ივნისს, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები- დ.შ. და ლ.ფ., რომლებმაც მოითხოვეს მათ მიერ წარდგენილი ამანათის გადაცემა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებულისათვის.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ამანათის შემოწმებისას მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში აღმოჩნდა 4 (ოთხი) ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება.

“იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აქტიური ხელშეწყობით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის – ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისა (სსკ-ის 19,3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ.”

იუსტიციის სამინისტროსს განცხადებით, გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი