ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღი აზერბაიჯანს ისევ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

24 ნოემბერი, 2014 • • 1545
ყარაბაღი აზერბაიჯანს ისევ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

“16–დან 22 ნოემბრის ჩათვლით აზერბაიჯანის მოწინავე შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის პოზიციების მისამართით სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან 13000–ზე მეტჯერ გაისროლეს. 


უწყების ცნობითვე, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის სამხედროების მიერ სროლის რიცხვებმა ფრონტის ხაზზე საგრძნობლად იმატა.

 

“კერძოდ, ყველაზე ინტენსიური ცეცხლი 12 ნოემბერს გახსნეს, როდესაც ვერტმფრენი ჩამოაგდეს,”– წერია სამინისტროს განცხადებაში. 

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

 

 

1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

 

 

 

 ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი