ახალი ამბები

რუსთავის მერს სახლის ეზოდან ტრაქტორი მოჰპარეს

4 ივნისი, 2019 • 1203
რუსთავის მერს სახლის ეზოდან ტრაქტორი მოჰპარეს

რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მდებარე სახლის ეზოდან ტრაქტორი მოჰპარეს. რუსთავის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საუბარია ხელის ტრაქტორზე.

შსს-ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ქურდობის შესახებ შსს-თვის დღეს, 4 ივნისს გახდა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი