ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა 5 თვით გაუხანგრძლივეს

21 ნოემბერი, 2014 •
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა 5 თვით გაუხანგრძლივეს

ადვოკატმა, ფუად აგაევმა გამოცემა კავკაზსკი უზელს განუცხადა, რომ ეს არის სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის უხეში დარღვევა, ვინაიდან მირკადიროვს წინასწარი პატიმრობის ვადა 19 ნოემბერს ამოეწურა. 

 

“ამ ეტაპზე მის მიმართ არანაირი საგამოძიებო ქმედებები არ ხორციელდება. არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმისა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა გაეგრძელებინათ,”- ამბობს ადვოკატი.


ადვოკატების ცნობით, პატიმრობის გასაჩივრების გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც თავად მირკადიროვს შეხვდებიან. 


რაუფ მირკადიროვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც ანკარაში მუშაობდა, 19 აპრილს თურქეთიდან ბაქოში იქნა დეპორტირებული, სადაც დააკავეს და სომხეთის საიდუმლო სამსახურის ჯაშუშობისთვის წაუყენეს ბრალი

 

რაუფ მირკადიროვი, ფოტო: რადიო თავისუფლება
რაუფ მირკადიროვი, ფოტო: რადიო თავისუფლება

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  

მასალების გადაბეჭდვის წესი