ახალი ამბები

წლიური ინფლაცია 4.7%-ია – რაზე გაიზარდა ფასები

3 ივნისი, 2019 •
წლიური ინფლაცია 4.7%-ია – რაზე გაიზარდა ფასები

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.7 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის განცხადბით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 1.2-პროცენტიანი მატება წინა თვესთან შედარებით

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული (8.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (7.1პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.8 პროცენტი), ასევე, თევზეული (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-5.7 პროცენტი)

ტრანსპორტი – 1.9 -პროცენტიანი მატება წინა თვესთან შედარებით

ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.1 პროცენტი) და სატრანსპორტო
მომსახურებაზე (2.0 პროცენტი).

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 1.1-პროცენტიანი მატება წინა თვესთან შედარებით

ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურებაზე (4.6 პროცენტი).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატში აცხადებენ, რომ მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (33.7 პროცენტი),
  • თევზეული (13.5 პროცენტი),
  • პური და პურპროდუქტები (11.6 პროცენტი),
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.2 პროცენტი),
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.8 პროცენტი).
  • ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-19.9 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.1 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია:

    • თამბაქოს ნაწარმზე (44.6 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2- პროცენტიანი მატება, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა:

პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 4.6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა:

  • გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.0 პროცენტით, რაც 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

  • სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.5 პროცენტი),
  • ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.9 პროცენტი),
  • საავადმყოფოების მომსახურება (1.6 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი