ახალი ამბები

პომპეო: აშშ მზადაა ირანთან მოლაპარაკებებისთვის, თუ „ნორმალური ერივით“ მოიქცევიან

2 ივნისი, 2019 •
პომპეო: აშშ მზადაა ირანთან მოლაპარაკებებისთვის, თუ „ნორმალური ერივით“ მოიქცევიან

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, წინაპირობების გარეშე ჩაერთოს ბირთვულ საკითხზე ირანთან მოლაპარაკებებში, თუმცა საჭიროა, ჯერ აშშ-მა დაინახოს, რომ ირანი „ნორმალური ერივით“ იქცევა — განაცხადა 2 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

წინა დღით ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა განაცხადა, რომ შეიძლება, თეირანმა გამართოს ვაშინგტონთან მოლაპარაკებები, თუკი აშშ „პატივისცემას გამოავლენს“ მისი ქვეყნის მიმართ, თუმცა ასევე დასძინა, რომ თეირანს მოლაპარაკებებს ვერ აიძულებენ.

პომპეომ მეორე დღეს განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ საუბარში წინასწარი დათქმების გარეშე. მზად ვართ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ“. თუმცა პომპეომ ისიც თქვა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს მუშაობას, რათა „ახლო აღმოსავლეთში ირანის საზიანო ქმედებების შედეგები შემოატრიალოს“.

„ნამდვილად მზად ვართ, ეს საუბარი გვქონდეს, როდესაც ირანელები შეძლებენ დაამტკიცონ, რომ სურთ, ნორმალური ერივით მოიქცნენ“, — განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ვაშინგტონი 2015 წელს გავიდა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან, რის შემდეგაც ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.

მასალების გადაბეჭდვის წესი