ახალი ამბები

რაჭის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

2 ივნისი, 2019 •
რაჭის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

საქართველოს მთავრობამ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს — ამბროლაურის სოფელ გოგოლათს — ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიანიჭა. გოგოლათი გახდა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლი.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2 ივნისს გოგოლათში იმედი გამოთქვა, რომ „გოგოლათი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოში“.

მთავრობამ პირობა დადო, რომ სოფელში „მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება ისე, რომ სოფელი პირვანდელ იერსახეს შეინარჩუნებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი