რუსეთში, ქალაქ ძერჟინსკში, იარაღის ქარხანა აფეთქდა. შედეგად, დაშავებულია 19 ადამიანი. ამის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო მედია იუწყება.
გამოცემა “ინტერფაქსი” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქარხანა ბომბების წარმოებისათვის გამოიყენებოდა.
გავრცელებული ცნობების თანახმად, შენობა მთლიანად დანგრეულია, ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
გარეკნის ფოტო: Reuters