ახალი ამბები

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა

31 მაისი, 2019 •
თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზი აფეთქდა. “ყაზტრანსგაზის” ცნობით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა. შემთხვევა საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე 18:41 წუთზე შევიდა. როგორც “ყაზტრანსგაზი” აცხადებს, კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.

მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომპანია “ყაზტრანსგაზ – თბილისი” კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ.

“ამით საფრთხეს უქმნით თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს”, – აცხადებს კომპანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი