ახალი ამბები

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა – საქსტატი

31 მაისი, 2019 •
აპრილში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობითვე, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდა 4.8% იყო.

2019 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, ტრანსპორტსა და საფინანსო სექტორში. კლება იყო მშენებლობის დარგში.

2019 წლის იანვარ-აპრილში, 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი თითქმის 18%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი, 3.1%-ით შემცირებული.

თუმცა 2019 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ექსპორტი 14 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. შედეგად, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 321 მლნ აშშ დოლარი მარტში დაფიქსირდა.

საქსტატის თანახმად, 2019 წლის აპრილში სულ 4 303 საწარმო დარეგისტრირდა, რაც 6.6%-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი