ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატზე ყარაბაღში აფხაზები და ოსებიც ჩავიდნენ

31 მაისი, 2019 • 2069
არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატზე ყარაბაღში აფხაზები და ოსებიც ჩავიდნენ

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, სადაც მსოფლიოში არაღიარებულ ქვეყნებს შორის საფეხბურთო ჩემპიონატი ConIFA-2019 ტარდება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლები ჩავიდნენ.

როგორც აფხაზური და ოსური მედია წერს, საფეხბურთო ჩემპიონატის გახნის გარდა, დელეგაციები [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი დიმიტრი მედოევი, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაურ კოვე] ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ ყარაბაღის პრეზიდენტთან, ბაკო სააკიანთან. ასევე, მოინახულებენ კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს.

მსოფლიოში არაღიარებულ ქვეყნებს შორის საფეხბურთო ჩემპიონატ ConIFA-2019-ში მონაწილეობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრებებიც მიიღებენ.

აფხაზი გულშემაკტივარი ConIfa-ს ჩემპიონატში აფხაზეთის ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს: სოხუმი, ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი