ახალი ამბები

რუსეთის მესაზღვრეებმა სოფელ საკორინთლოს მცხოვრები დააკავეს

18 ნოემბერი, 2014 •
რუსეთის მესაზღვრეებმა სოფელ საკორინთლოს მცხოვრები დააკავეს

“დოკუმენტები გაქვსო, მკითხა, დოკუმენტები რად მინდა მინდორში-თქო, შემდეგ დაიწყო მავთულხლართების გახსნა. შემდეგ გამოყო თავი და მე გავიქეცი, ჩემი ძმა აქ იდგა, მერე შემოტრიალდა, ალბათ იფიქრა, ესეც არ გამექცესო და დაიჭირეს, მე კი ჩვენებს შევატყობინე”,- ამბობს დაკავებული ძმა.

 

ოჯახის წევრების განცხადებით, დიმიტრი ანანიაშვილს გულის პრობლემები აქვს და მას მედიკამენტები ესაჭიროება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაცია გატაცების შესახებ ცხელი ხაზი საშუალებით გადაცემულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის და მოლაპარაკება მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი